Belive

კლოპი საუკეთესოა - გერმანელმა გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის 2019 წლის დეკემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელეს. გამოკითხვაში გერმანელმა სპეციალისტმა ოლე გუნარ სულშერი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ნაიჯელ პერსონი ("უოტფორდი") დაამარცხა. ამ სეზონში კლოპისთვის ეს უკვე მეოთხე აღიარებაა, მან 2017/18 წლების გათამაშებაში პეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა. ლივერპულმა წინა თვეში ხუთივე მატჩი მოიგო "ევერტონი" (5:2), "ბორნმუთი" (3:0), "უოტფორდი" (2:0), "ლესტერი" (4:0), "ვულვზი" (1:0). დეკემბერშივე, კლოპის გუნდმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ორი შეხვედრა მოიგო და ტიტულსაც დაეუფლა.

სხვა სტატიები