Belive

კლოპი: "შეუძლებელია ასეთი კალენდრის დროს ყურადღება არ გაგეფანტოს" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განმარტა, თუ რატომ უჭირს მის გუნდს კარის უსაფრთხოების დაცვა, მერსესიადელებმა ბოლო 8 შეხვედრაში ყველა ტურნირზე სულ მცირე 1 გოლი გაუშვეს. "სიმართლე გითხრათ, ეს დიდად არ მაწუხებს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის.  ყველა გოლი, რომელიც გავუშვით ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. დაცვაში, მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას ვერ ვახდენთ. რთულია, 90 წუთის განმავლობაში რიტმიდან არ ამოვარდე, როცა ასეთი გადატვირთული კალენდარი გვაქვს. თუმცა, ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ"-თქვა გერმანელმა სპეციალისტმა. "ლივერპულს" შემდეგი მატჩი მთავარ კონკურენტ მანჩესტერ სიტისთან, პრემიერლიგის ეგიდით, 10 ნოემბერს ელის, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს. პრემიერლიგაში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ, კლოპის გუნდი წაუგებელია - 10 მოგება, 1 ფრე და 31 ქულა.

სხვა სტატიები