Belive

კლოპი: "სიტუაცია გავირთულეთ, მაგრამ უკეთ თამაში შეგვიძლია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ლივერპული" "ბაიერნს" დაუზავდა. "ენფილდზე" გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა. უგოლო ფრის მიუხედავად, გულშემატკივარმა რამდენიმე მწვავე მომენტი იხილა - განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში. მატჩის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე იურგენ კლოპმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მერსისაიდული გრანდის თავკაცმა აღნიშნა, რომ შედეგით აღფრთოვანებული არაა, თუმცა "ლივერპულს" უკეთ თამაში შეუძლია. "შედეგით აღფრთოვანებული არ ვარ, თუმცა მატჩმა შეიძლება ითქვას რომ ნორმალურად ჩაიარა. დაახლოებით 10-12 შემთხვევაში შევძელით მწვავე შეტევის განხორციელება, მაგრამ დამაგვირგვინებელი პასის გაკეთება გაგვიჭირდა." "პირველ ტაიმში რამდენიმე საკმაოდ კარგი შანსი გვქონდა. მეორე ტაიმი კი ორივე გუნდისათვის რადიკალურად განსხვავებული გამოდგა - ვერ ვიხსენებ, რომ მეორე ტაიმში "ლივერპულს" ან "ბაიერნს" რეალური საგოლე მომენტი შეექმნას. "ლივერპულს" უკეთ თამაში შეუძლია და "ლივერპული" უკეთ ითამაშებს", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები