Belive

კლოპი სოლარის შეცვლის მთავარი კანდიდატი გახდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი "რეალის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი გახდა. დღემდე ბევრი კანდიდატურა სახელდებოდა, თუ ვინ შეცვლიდა სანტიაგო სოლარის, თუმცა ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის მთავარი მიზანი იურგენ კლოპის გადმობირება იქნება. მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგას 1/16 ფინალიდან გამოეთიშა, გამოვარდა ესპანეთის სამეფო თასიდანაც, ხოლო "ლა ლიგაში" ლიდერ "ბარსელონასთან" სხვაობა 12 ქულაა და "ბლანკოსს" ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული შანსი რჩება. საინტერესოა, რომ 2002-03 წლების შემდეგ "რეალმა" 15 მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა და გუნდში ყველაზე დიდხანს მოურინიო და ზიდანი მუშაობდნენ. მათ მთავარ მწვრთნელად 2.5 წელიწადი დაჰყვეს. მანამდე კი ყველაზე დიდი ხნით ვისენტე დელ ბოსკე მუშაობდა 3.5 წელი. 2019-20 წლების სეზონს "რეალი" რომ ახალი მთავარი მწვრთნელით დაიწყებს ეს ფაქტია. გასარკვევია მხოლოდ თუ ვინ იქნება გუნდის თავკაცი. როგორც აღვნიშნეთ, კლოპი მთავარ კანდიდატად მოიაზრება.  

სხვა სტატიები