Belive

კლოპი: "სტარიჯის წარმატებები მახარებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ “ლივერპულთან” ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1) დამთავრებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც დანიელ სტარიჯმა ბრწყინვალე გოლის გატანა შეძლო. "სტარიჯმა გოლის გატანა დაიმსახურა და მისი წარმატება მახარებს. თამაშში მხოლოდ 1 შეცდომა დავუშვით, რომელიც გოლის ფასად დაგვიჯდა. ჩვენ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების მოყვარული ვარ, "ჩელსისთან" ნათამაშები 1:1-ით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა. მატჩი ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმაც შეფასა: “შესანიშნავი მატჩი გამოვიდა და ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. მხოლოდ ბოლო წუთებმა გამიცრუა იმედები, თუმცა ფრე სამართლიანი შედეგია. ლივერპული ერთი ნაბიჯით გვისწრებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ადგილზე გადასვლა შეგვიძლია”, – აღნიშნა მაურისიო სარიმ. მატჩის მიმოხილვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე იხილოთ.    

სხვა სტატიები