Belive

კლოპი: ,,თუ ვილიარეალი მათთვის საჭირო ანგარიშით დაგვამარცხებს, მივულოცავთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,ვილიარეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,სტუმრად გამარჯვებას უნდა ვეცადოთ. ვიცით, რომ მეტოქე მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარტივი მეტოქე არ არსებობს და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. შესაძლოა, ფინალი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მატჩია. არასდროს იცი, კიდევ გექნება თუ არა ნახევარფინალში თამაშის შანსი, ამიტომ ასეთი შესაძლებლობა უნდა დააფასო და მთელი პასუხისმგებლობით განეწყო. ფინალში გასვლა ძალიან გვინდა, მაგრამ თუ ვილიარეალი მათთვის საჭირო ანგარიშით დაგვამარცხებს, მათ მივულოცავთ,'' - კლოპის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ხვალ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,ვილიარეალი'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ,,მერსისაიდელთა'' გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

სხვა სტატიები