Belive

კლოპი ვაცკეს: "რა სისულელეა, ნასვამი ხარ?" 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რამდენიმე დღის წინ, ინგლისურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობას იურგენ კლოპის დაბრუნება სურდა. ამასთან დაკავშირებით თავად გერმანელმა სპეციალისტმა ისაუბრა და თქვა, რომ დორტმუნდელთა გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ 2018 წლის მაისში დაურეკა და უკან დაბრუნება სთხოვა, რასაც თავად კლოპი იუმორით შეხვდა. "ერთხელ, თვითმფრინავით მგზავრობისას, ჩემმა ტელეფონმა დარეკა. ვუპასუხე, ვაცკე იყო. მან მითხრა: "იურგენ, უნდა დაბრუნდე!". მე გამეცინა და ვუპასუხე: "რა სისულელეა, ნასვამი ხარ? როდის მოგივიდა ეს აზრი? მე ლივერპულთან კიდევ რამდენიმეწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს". მაშინ არ ვიცოდი რამდენად სერიოზულად მეუბნებოდა ამას ვაცკე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მისი სურვილი წრფელი იყო. კლოპი დორტმუნდში 2008-15 წლებში და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობდა. გერმანულ კლუბს იურგენმა ორჯერ ბუნდესლიგა მოაგებინა და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ათამაშა, სადაც მიუნხენის "ბაიერნთან" - 1:2 წააგო. ლივერპულთან ერთად კლოპმა ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო, ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირისა და ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა და წინა სეზონში პრემიერლიგაში ისტორიაში ინდივიდუალურად საუკეთესო შედეგი აჩვენა, თუმცა ლიდერ "მანჩესტერ სიტის" მინიმალური სხვაობით ჩამორჩა. კლოპის კონტრაქტი მერსისაიდულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

სხვა სტატიები