Belive

კლოპი: ვერნერის ყიდვა თავხედობა იქნებოდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ ლონდონის "ჩელსიმ" ტიმო ვერნერი იყიდა და მომავალი სეზონიდან გერმანელი ფეხბურთელი "არისტოკრატების" რიგებში იასპარეზებს. "ლაიპციგის" მთავარ დამრტყმელ ძალას ბოლო 1 წლის მანძილზე იურგენ კლოპის გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ამასთან დაკავშირებით გერმანელმა სპეციალისტმა "Sky Germany-სთან" მცირე ინტერვიუ ჩაწერა: "ტიმო ვერნერი? სულ ცოტა ხნის წინ ისიც არ ვიცოდით შევძლებდით თუ არა სეზონის განახლებას. ყოველდღიურად რაღაცები იცვლება. არსებობენ სხვა უამრავი კარგი ფეხბურთელებიც. მაგალითად კაი ჰავერცი, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს. ტიმოც უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ მან სხვა არჩევანი გააკეთა და მე მას წარმატებას ვუსურვებ. გასულ ზაფხულს ტიმოსთან მქონდა სიტყვიერი მოლაპარაკება, მაგრამ ამ პერიოდში, როდესაც კლუბმა ფეხბურთელებს ხელფასები დააკლო და მცირე ფინანსური კრიზისია, 60 მილიონის სხვა ფეხბურთელში გადახდა თავხედობა და უხერხულობა იქნება. მე ჩემს ფეხბურთელებთან მართალი არ ვიქნებოდი. რეალურად ახალი თავდამსხმელის შეძენის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის და თუ გახდა მსოფლიოში უამრავი კარგი ფეხბურთელი არსებობს." შეგახსენებთ, რომ "ლივერპულს" სულ ორი თამაშის მოგება სჭირდება და ისინი ნანატრ პრემიერ ლიგის ტიტულს დაეუფლებიან.

სხვა სტატიები