Belive

კლოპის დამაიმედებელი პროგნოზი ვან დაიკის ტრავმასთან დაკავშირებით

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" დაცვის ბურჯმა - ვირჯილ ვან დაიკმა, "ევერტონის" კიპერთან შეჯახების შედეგად მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. "გუდისონ პარკზე" მიღებული მძიმე ტრავმიდან 3 თვის შემდეგ, ვან დაიკთან დაკავშირებით იურგენ კლოპი დამაიმედებელ განცხადებას ავრცელებს. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის ლაზარეთში მძიმე მდგომარეობაა. ვირჯილ ვან დაიკი, ჯო გომესი, დიოგო ჯოტა და ჯოელ მატიპი ტრავმირებულები არიან, რაც “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს დიდ თავსატეხს უჩენს. დაცვის ბურჯისა და მნიშვნელოვანი ცენტრალური მცველების დანაკლისის ფონზე, მერსისაიდულმა გრანდმა რამდენიმე შეხვედრაში საკმაოდ ცუდად იასპარეზა და ქულები დაკარგა. გერმანელმა სპეციალისტმა ვან დაიკის სარეაბილიტაციო პროცესის შესახებ ისაუბრა და "ლივერპულის" გულშემატკივართა საბედნიეროდ დამაიმედებელი და საინტერესო კომენტარი გააკეთა.
2222

"არ ვიცი რა არის შესაძლებელი და რა არა - მე არ ვარ ის პიროვნება, ვისაც ამის განსჯის უფლება აქვს. ის (ვირჯილ ვან დაიკი) კარგად გამოიყურება, კარგ განწყობაზეა და თავს შესანიშნავად გრძნობს - ეს ყველაფერი ძალიან დამაიმედებელია. დანამდვილებით არ შემიძლია ვან დაიკის დაბრუნების კონკრეტული თარიღის დასახელება. რეაბილიტაციის რამდენიმე პროცესი ჯერ კიდევ გასავლელია." "მსგავსი ტრავმა თავადაც მიმიღია, მაგრამ დღეს სრულებით განსხვავებულ დროში ვიმყოფებით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, თუ რამდენი ხანია გვაკლია ვან დაიკი და თუ რამდენი ხანია მიმდინარეობს მისი სარეაბილიტაციო პროცესი, შემიძლია გითხრათ - ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს და ის ნამდვილად იმედისმომცემ მდგომარეობაში იმყოფება", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები