Belive

კლოპის დილემა - ექსპერიმენტული შემადგენლობა ლესტერის წინააღმდეგ?!

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი - იურგენ კლოპი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. "ლივერპულს" ლიდერების უმრავლესობა ტრავმის გამო ვერ ეხმარება. როგორც მოგეხსენებათ, ვირჯილ ვან დაიკი "ლივერპულს" მთელი სეზონით გამოაკლდა. ნიდერლანდელმა მცველმა ჯვარედინი იოგების დაზიანების შემდეგ ოპერაცია გაიკეთა. ასევე დაშავებულია მეორე ცენტრალური მცველი ჯო გომესი. მერსისაიდელთა ლაზარეთს განაპირა მცველები, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ენდი რობერტსონიც შეუერთდნენ - თუმცა ამ უკანასკნელის მდგომარეობა შედარებით დამაიმედებელია. რაც შეეხება ახალ დანაკლისს - ის ჯორდან ჰენდერსონია. ინგლისელმა ნახევარმცველმა ერთა ლიგის A ლიგის მე-5 ტურის მატჩში ბელგიასთან ტრავმა მიიღო. 30 წლის ფეხბურთელი შესვენების დროს შესაცვლელი გახდა. გარდა ხსენებული დანაკლისისა, შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰს კორონავირუსი აქვს და ეგვიპტელი ფეხბურთელიც კლოპისთვის მიუწვდომელია. მოასწრებენ ფაბინიო და ტიაგო ალკანტარა კვირის ბოლომდე დაბრუნებასა და სათამაშო ფორმაში შესვლას? სანაკრებო პაუზის შემდეგ, ბრაზილიელებს "ლივერპულთან" ერთად არ უვარჯიშიათ.

"ლივერპულის" შესაძლო ოპტიმალური შემადგენლობა "ლესტერის" წინააღმდეგ.

possible-liverpool-v-leicester-2020_1mhuun147ojxo16iuaep7qhsf0
ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თუ იურგენ კლოპს ნაკლებად გაუმართლებს და ფაბინიოსა და ტიაგო ალკანტარას გამოყენებას ვერ შეძლებს, ასევე დააკლდება ენდი რობერტსონი - გერმანელ სპეციალისტს ექსპერიმენტული შემადგენლობის დაყენება მოუწევს.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, "ლივერპულის" ექსპერიმენტული შემადგენლობა "ლესტერის" წინააღმდეგ

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის ეგიდით, "ლივერპულისა" და "ლესტერის" დაპირისპირება, 22 ნოემბერს, თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები