Belive

კლოპის დილემა | შეიძენს ლივერპული კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის ლაზარეთში მძიმე მდგომარეობაა. ვირჯილ ვან დაიკი, ჯო გომესი და ჯოელ მატიპი ტრავმირებულები არიან, რაც "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს დაცვის ცენტრში დიდ თავსატეხს უჩენს. დაცვის ბურჯისა და მნიშვნელოვანი ცენტრალური მცველების დანაკლისის ფონზე, მერსისაიდულმა გრანდმა რამდენიმე შეხვედრაში საკმაოდ ცუდად იასპარეზა და ქულები დაკარგა. მიუხედავად დანაკლისისა, იურგენ კლოპი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენას არ გეგმავს - თუმცა არც გამორიცხავს. ჟურნალისტების დასმულ კითხვას, შეიძენს თუ არა "ლივერპული" კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს? კლოპმა ორაზროვანი პასუხი გასცა. "არ ვიცი. არ შემიძლია დანამდვილებით იმის თქმა, რომ "ლივერპული" კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს შეიძენს. ტრანსფერი შესაძლოა მოკლე ვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის მომგებიანი აღმოჩნდეს, მაგრამ ჩვენ არ გვსურს გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მხოლოდ მოკლე ვადიან პერსპექტივაში ამართლებს. ეს არ იქნება მართებული, რადგანაც ეს ვერ დაგვეხმარება", - აღნიშნა იურგენ კლოპმა. შეგახსენებთ, არაერთმა გავლენიანმა ბრიტანულმა მედია საშუალებამ "ლივერპულს" დაიო უპამეკანო, კალიდუ კულიბალი, ბენ უაითი და დავიდ ალაბა დაუკავშირა.

სხვა სტატიები