Belive

კლოპის ორიგინალური პასუხი - მესი თუ რონალდუ?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ - ვინ არის საუკეთესო? პლანეტის ორი სუპერვარსკვლავი უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ევროპულ ფეხბურთში დომინირებს. არგენტინელ და პორტუგალიელ ვარსკვლავებს შორის საუკეთესოს გამოსავლენად, ცხარე დებატები იმართება. უკანასკნელ ათწლეულში ორივე მათგანმა საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე უამრავ წარმატებას მიაღწია და არაერთ ტიტულს დაეუფლა. მათ შორის საუკეთესოს დასახელება საკმაოდ რთულია, თუმცა "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ჩვეულ სტილს არ უღალატა და კითხვას ორიგინალური პასუხი გასცა. გერმანულ freekickerz-თან საუბარში იურგენ კლოპმა აღნიშნა: "პირადად ჩემთვის მესი საუკეთესოა მაგრამ შეუძლებელია რონალდუს იმაზე დიდი მივაგო ვიდრე უკვე მივაგე. შევეცდები აგიხსნათ: ჩვენ ორივე მათგანის წინააღმდეგ ვითამაშეთ და გეტყვით, რომ მათ წინააღმდეგ თავდაცვა თითქმის შეუძლებელია. მესის დაბადებიდან გაცილებით უფრო დაბალი ფიზიკური მონაცემები აქვს. თუ თქვენ შეძლებდით სრულყოფილი და იდეალური მოთამაშის დახატვას, მას ექნებოდა კრიშტიანუ რონალდუს სიმაღლე. ის შეძლებდა ისე მაღლა ახტომას და ისე სწრაფად სირბილს - როგორც რონალდუ. ამ ყველაფერს დავუმატოთ მისი ტოტალური დამოკიდებულება - ის არის აბსოლუტურად სრულყოფილი პროფესიონალი, შეუძლებელია ვინმე უკეთესი იყოს. მეორეს მხრივ ავიღოთ დაბალი მესი, რომელიც ყველაფერს ასე მარტივად აკეთებს. შესაძლოა მოედანზე მესი ამიტომაც მომწონს ოდნავ უფრო მეტად, თუმცა რონალდუც წარმოუდგენლად ძლიერია."

სხვა სტატიები