Belive

კლოპმა ბუნდესლიგაში საუკეთესო გოლად ოკოჩას შედევრი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განცხადებით, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლის ავტორი ნიგერიელი ჯეი-ჯეი ოკოჩაა. გერმანელმა სპეციალისტმა ოკოჩას საოცარი გოლი გაიხსენა, რომელიც ნიგერიელმა "აინტრახტის" მაისურით, 1992/93 წლების სეზონში, თვით ოლივერ კანს გაუტანა.
"ოკოჩამ გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული გოლი გაიტანა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კანსა და მის მცველებს 5 წუთის განმავლობაში თავგაზას ურევდა, სანამ საბოლოოდ ბურთი ბადეში არ გაეხვა," თქვა კლოპმა.

იხილეთ გოლი


"ლივერპულის" თავკაცს შემადგენლობაში 3 აფრიკელი ჰყავს: მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე), სადიო მანე (სენეგალი) და ნაბი კეიტა (გვინეა) - ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამის ფონზე, კლოპმა აფრიკელი ფეხბურთელების დიდ პოტენციალზე და მათ გამორჩეულ მონდომებაზე ისაუბრა.
"აფრიკამ მსოფლიოს არაერთი საოცარი ფეხბურთელი აჩუქა: ჟორჟ ვეა, დიდიე დროგბა, იაია ტურე. ისინი იმ თაობის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. რაც შეეხება ჩემს ფეხბურთელებს, მათ გამორჩეული მოტივაცია აქვთ, რაც მათი ცხოვრების გამოძახილია. მანე სახლიდან გაიქცა იმისთვის, რომ ფეხბურთი ეთამაშა, სალაჰი კი გზაში ყოველდღიურად 4 საათს ხარჯავდა, რათა ევარჯიშა. სწორედ ამან შექმნა მათი მენტალიტეტი. ამას წინათ, წავიკითხე სტატია სალაჰზე, სადაც არაბულ სამყაროზე მისი დადებითი გავლენის შესახებ ეწერა - დაუჯერებელი, საოცარი ისტორიაა!" აღნიშნა გერმანელმა.

სხვა სტატიები