Belive

კლოპმა და ლივერპულის ფეხბურთელებმა ენფილდზე You'll Never Walk Alone შეასრულეს (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

30-წლიანი პაუზის შემდეგ, “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის ჩემპიონის ნანატრი ტიტული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელებმა ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე გაცილებით ადრე მოიპოვა – თასის აღმართვის ცერემონიალი 23 ივლისს “ენფილდზე” გაიმართა. “ჩელსისთან” გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც “ლივერპულის” გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა, პრემიერ ლიგის თასის აღმართვისა და მერსისაიდული გრანდის ფეხბურთელების საჩემპიონო მედლებით დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. იურგენ კლოპმა და "ლივერპულის" ფეხბურთელებმა "ენფილდზე" ლეგენდარული "You'll Never Walk Alone" შეასრულეს.

სხვა სტატიები