Belive

კლოპმა დერბიმდე მანჩესტერ იუნაიტედს დასცინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვალ, პრემიერლიგის 35-ე ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართება. "იუნაიტედი" შინ "სიტის" მიიღებს. როგორც იცით, წელს ინგლისის ჩემპიონატში ძალიან დაძაბული ვითარებაა. მასპინძლები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, პეპ გვარდიოლას გუნდი კი სატურნირო ცხრილში პირველობის დაბრუნებას შეეცდება. "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მანჩესტერულ დერბიმდე საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელშიც "იუნატედს" დასცინა. "იუნაიტედისა" და "სიტის" თამაშის შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არც "იუნაიტედს" შეუძლია," - თქვა კლოპმა.

სხვა სტატიები