Belive

კლოპმა კრისტენსენის წითელ ბარათზე საკუთარ სათადარიგოთა სკამს ტაში აუკრძალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-2 ტურში "ჩელსიმ" "ლივერპულს" უმასპინძალა და 0:2 დამარცხდა. "ჩელსის" მცველმა ანდრეას კრისტენსენმა პირველი ტაიმის მიწურულს "ლივერპულის" შემტევი მანე წააქცია და კეპასთან ერთი-ერთზე არ გაუშვა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პოლ ტირნიმ თავიდან კრისტენსენს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა VAR-თან კონსულტაციის შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. იურგენი კლოპი აშკარად უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ კრისტენსენის წითელმა ბარათმა "ლივერპულის" სათადარიგოთა სკამის გამხიარულება და ამაღლებული განწყობა გამოიწვია. ჟურნალისტ ჟულიენ ლოურენსის თქმით კლოპმა საკუთარ ფეხბურთელებს შენიშვნა მისცა და მიუთითა, რომ მათ არასდროს უნდა დაუკრან ტაში წითელ ბარათს. "წითელი ბარათი კრისტენსენს. "ლივერპულის" ფეხბურთელები ტაშს უკრავენ და დანიელი მოთამაშის გაძევებას ზეიმობენ. კლოპი გვერდით ხაზს ზურგს აქცევს და ყვირის: "გაგიჟდით? ჩვენს ასე არასდროს ვიქცევით, გასაგებია"?"- იტყობინება ლოურენსი. იურგენ კლოპის ეს საქციელი ნამდვილად დასაფასებელია და უდავოა, რომ გერმანელი სპეციალისტი პატივისცემას იმსახურებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში კრისტენსენის წითელმა ბარათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა "ჩელსის" მარცხში.

სხვა სტატიები