Belive

კლოპმა ლივერპულის ერთგული ფანები ლუდზე დაპატიჟა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, "კრისტალ პალასი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. ლონდონში, "სელჰურსტ პარკზე" გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. მერსისაიდულმა გრანდმა "მანჩესტერ სიტისთან" სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა და საჩემპიონო ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - აღსანიშნავია, რომ "ლივერპულს" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და გამარჯვების შემთხვევაში, სხვაობა 6 ქულამდე შემცირდება. "კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ლივერპულის" ფანები ფეხბურთელებს გუნდის ავტობუსთან ელოდებოდნენ. იურგენ კლოპმა ერთგულ ფანებს გარჯა დაუფასა და ლუდით გაუმასპინძლდა. გერმანელი სპეციალისტისა და "ლივერპულის" გულშემატკივრების კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

სხვა სტატიები