Belive

კლოპმა მბაპეს შესახებ ყველანაირი ჭორი უარყო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანელმა სპეციალისტმა კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით ყველანაირი ჭორი უარყო. ტრანსფერის შესახებ ჭორები წამოვიდა მას შემდეგ რაც "ლივერპულმა" შეიცვალა სპონსორი.  აქამდე "მერსისაიდელებს" სათამაშო ფორმებს "ნიუ ბალანსი" უკერავდა, ხოლო მიმდინარე სეზონში "წითლებს" ნაიკი ასპონსორებს. 20 წლის მსოფლიო ჩემპიონი კი "ნაიკის" სახე გახლავთ და აქედან გამომდინარე სხვადასხვა სპორტულმა გამოცემამ ააგორა ჭორები კილიანის "ლივერპულში" გადასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კლოპმა "The Guardian"-თან ისაუბრა "იყიდო ისეთი ფეხბურთელი "პსჟ-დან" , როგორიც არის კილიან მბაპე  ძალიან რთულია. არ არსებობს ისეთი კლუბი , რომელიც ახლა ფრანგის შეძენას შეძლებს." " "ლივერპულიც" არის იმ გუნდების სიაში, რომელსაც არ შეუძლია განახორციელოს ეს ტრანსფერი " " რა თქმა უნდა მბაპე არის იდეალური მოთამაშე და არ არსებობს მიზეზი , რატომაც არ ვისურვებდი მის ჩემს გუნდში ყოფნას, მაგრამ მისი ფასი საკმაოდ მაღალია. " "სამწუხაროდ არ არსებობს ფრანგი ვარსკვლავის ყიდვის შანსი. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს" "ჩემი კლუბი ამ ეტაპზე ძალიან კარგ მდგომარეობაშია" "უკეთესია ვიფიქროთ ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც თავად სურთ მოირგონ "ლივერპულის" მაისური."

სხვა სტატიები