Belive

კლოპმა ორი ახალი ფეხბურთელი მოითხოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იურგენ კლოპმა "ლივერპულის" ხელმძღვანელობას ორი ახალი ფეხბურთელის ყიდვა სთხოვა. ცნობილია ის ფაქტი, რომ გერმანელი სპეციალისტი ტრანსფერებში დიდ თანხებს არ ხარჯავს. ამჟამად საქმე "ბაიერნის" ნახევარმცველს ტიაგო ალკანტარას და "ლილის" თავდამსხმელს ვიქტორ ოსიმენს ეხება. ტიაგოს კლუბთან კონტრაქტი მალე ეწურება და სავარაუდოა, რომ "მერსისაიდელებს" მისი შეძენა ძვირი არ დაუჯდებათ.

რაც შეეხება ნიგერიელ ფეხბურთელს, მან მიმდინარე სეზონში 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლის გატანა მოახერხა. ვიქტორზე უდიდესი იმედები მყარდება. ახალი არც ის გახლავთ, რომ იურგენ კლოპს ტალანტების აღმოჩენის შესანიშნავი ნიჭი აქვს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ოსიმენში, გერმანელი უდიდეს მომავალს ხედავს. ტრანსფერების რეალურობა საკმაოდ მაღალია. -"გუნდის გასაძლიერებლად ფულია საჭირო. ამ ეტაპზე დიდი თანხების გადახდა არ შეგვიძლია და რომც შეგვეძლოს არ გადავიხდიდით, რადგან კორონავირუსმა საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა "ლივერპულს." იმ შემთხვევაში თუ "ლილი" და "ბაიერნი" ჩვენს შეთავაზებულ თანხას დათანხმდებიან, ჩვენ მათ აუცილებლად შევიძენთ."  -"თუ ტრანსფერები არ შედგება არც ეს არის სანერვიულო. მე მყავს ბრწყინვალედ დაკომპლექტებული შემადგენლობა და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც თვალდახუჭული ვენდობი." - განაცხადა კლოპმა შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" კლოპის ხელმძღვანელობით 36 შეხვედრა ჩაატარა, 93 ქულა დააგროვა და ნანატრი ტიტული მოიპოვა.

სხვა სტატიები