Belive

კლოპმა პირველ პრესკონფერენციაზე ლივერპულის სამომავლო ჩემპიონობაზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2015 წლის 8 ოქტომბერი - დღე, რომელმაც "ლივერპულის" მომავალი მთლიანად შეცვალა. გუნდის მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპი დაინიშნა, რომელმაც თავის პირველ პრესკონფერენციაზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა. კლოპის დანიშვნისას, გუნდი მე-10 პოზიციაზე იმყოფებოდა და ევროტურნირებზე მეოცნებე გუნდებს შორის იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, კლოპმა ჟურნალისტებს იმედისმომცემი სიტყვები უთხრა.
"გუნდთან კონტრაქტი გუშინ გავაფორმე, ახლა უკვე "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ვარ. გთხოვთ, მოგვცეთ დრო და ვფიქრობ, რომ 4 წელიწადში, ჩვენ ტიტულს მოვიგებთ. გუნდმა პრემიერლიგა ბოლოს დიდი ხნის წინ მოიგო, თუმცა ეს ისტორია, რომელიც მუდამ უკან არ უნდა მოგვყვებოდეს. ეს არის დიდი გუნდი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ყველაფერი ჩვენს ხელშია, ასე რომ, მოდით, ვცადოთ," განაცხადა კლოპმა.
  გულშემატკივრების ერთი ნაწილისთვის, კლოპის სიტყვები დაუჯერებელი იყო. მეორე მხრივ, მის სიტყვებში იგრძნობოდა პოტენციალი, ძალა, ხედვა და გამოცდილება, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, სწორი განვითარების შედეგად, "ლივერპული" სწორედ ისეთ მონსტრად გადაიქცეოდა, როგორიც დღესაა: 25 მატჩში 24 მოგება და 1 ფრე. შეგახსენებთ რომ თუკი მომდევნო ტურებში "მანჩესტერ სიტი" არცერთ ქულას არ დაკარგავს, "ლივერპულს" პრემიერლიგის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად მხოლოდ 6 გამარჯვება სჭირდება.

სხვა სტატიები