Belive

კლოპმა სოლსკიაერზე და მანჩესტერის ფეხბურთელებზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვირას, პრემიერ ლიგის 27-ე ტურის მატჩი "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის გაიმართება. მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღნიშნულ თამაშამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა: "ეჭვგარეშეა, რომ სოლსკიაერმა მომავალ წელსაც "იუნაიტედს" უნდა უხელმძღვანელოს. ნორვეგიელის ხელში გუნდი უკეთესად თამაშობს და მან მანჩესტერში დარჩენა 100%-ით დაიმსახურა. ოლემ იპოვა პრობლემების გადაჭრის ხერხები, რაც ფეხბურთელებსაც დაეტყოთ. "იუნაიტედს" ახლა ისეთივე კარგი პოგბა ჰყავს, როგორიც წლების წინ შეიძინა. რაც შეეხება ანდერ ერერას, ესპანელი თავის კარიერაში ყველაზე კარგად სწორედ სოლსკიაერის ხელში თამაშობს," - განაცხადა კლოპმა. "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის მატჩი თბილისის დროით 18:05-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები