Belive

კლოპმა სრულიად განსხვავებული ლივერპული დააანონსა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ტრიუმფატორი პრესეზონის მატჩებს არც ისე სახარბიელოდ ატარებს. "ლივერპული" "ნაპოლისთან" 0:3 დამარცხდა და პრესეზონზე მოუგებელი მატჩების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა. მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი პრესეზონზე განცდილ მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ სრულიად განსხვავებულ "ლივერპულს" აანონსებს. გერმანელი სპეციალისტის მტკიცებით, "ლივერპულის" ვარსკვლავები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან გუნდში - მათი დაბრუნების შემდეგ კი მერსისაიდული გრანდი საკუთარ ძლევამოსილებას წარმოაჩენს. მოჰამედ სალაჰი, რობერტო ფირმინო და ალისონი 29 ივლისს უბრუნდებიან გუნდს. რამდენიმე დღეში მერსისაიდელებს სადიო მანეც დაუბრუნდება. "სეზონის დასაწყისს 100%-ით მომზადებული უნდა შევხვდეთ. ამ ყველაფერში დადებითი ისაა, რომ მოწინააღმდეგეები თუ ახლა გააანალიზებენ ჩვენს მდგომარეობას იტყვიან, რომ მარტივად გაგვიმკლავდებიან - თუმცა მომავალ კვირას სრულიად განსხვავებული "ლივერპული" ვიქნებით", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები