კლოპმა ვან დაიკის ტრავმის სირთულე შეაფასა

მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა – იურგენ კლოპმა, ვირჯილ ვან დაიკის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. “ევერტონთან” მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, ნიდერლანდელმა მცველმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

ვან დაიკის მდგომარეობის შესახებ იურგენ კლოპმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ვირჯილის მუხლი კარგად არ გამოიყურება.

“რა თქმა უნდა მუდმივ კონტაქტზე ვართ. გარემოებების გათვალისწინებით შემიძლია გითხრათ, რომ ვირჯილი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მისი მუხლი არც ისე სასიამოვნო შესახედია. ვან დაიკის მუხლი არ გამოიყურება ისე, როგორც უნდა იყოს. თუმცა მან ოპერაცია გაიკეთა და ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო”, – აღნიშნა იურგენ კლოპმა.

(32)

კლოპმა ვან დაიკის ტრავმის სირთულე შეაფასა

სტატიის ავტორი
-