Belive

კლოპმა ჟოტას პერფორმანსი შეაფასა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ლივერპული" "არსენალს" დაუპირისპირდა. "ენფილდზე" გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. "არსენალის" კარში გატანილი მესამე გოლის ავტორი დიოგო ჟოტა გახდა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი 88-ე წუთზე ულამაზესი გასროლით აიღო. "ენფილდზე" გამართული სადებიუტო მატჩი ჟოტასთვის წარმატებული გამოდგა, რაც იურგენ კლოპს უყურადღებოდ არ დარჩენია. მატჩის დასრულების შემდეგ, კლოპმა ჟოტას პერფორმანსი შეაფასა და აღნიშნა, რომ "ენფილდზე" გამართულ სადებიუტო მატჩს და გოლს ჟოტა ვერასდროს დაივიწყებს. "დიოგო ჩვენი ახალწვეულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს შესახებ ინფორმაციის მხოლოდ 20%-ს ფლობს. გუნდური შეხვედრები გვქონდა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. დღეს შესაძლებლობა ჰქონდა 60-70 წუთის მანძილზე სადიო მანეს თამაშისთვის ედევნებინა თვალი, რის შემდეგაც მოედანზე შევიდა და თავისი საქმე იდეალურად შეასრულა. "ენფილდზე" გამართულ პირველ მატჩში ჟოტამ შესანიშნავი გოლი გაიტანა. ის ვერასდროს შეზლებს ამ განუმეორებელი მომენტის დავიწყებას", - აღნიშნა იურგენ კლოპმა. ასევე იხილეთ: ლივერპული 3:1 არსენალი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები