Belive

"კლოპო, მოწიე სიგარეტი და დამშვიდდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა ფიზიოთერაპევტმა ფრენკ ზოლნერმა იურგენ კლოპთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა. "კლოპი განსაკუთრებული ადამიანია. მთელი დღეების განმავლობაში მის დიდებულებაზე ვფიქრობ. ერთხელ ბლაშიკოვსკიმ დამირეკა, რომელიც პოლონეთის ნაკრებიდან ბრუნდებოდა და მითხრა, რომ კუნთი აწუხებდა და ვარჯიშს ვერ მოახერხებდა, მაგრამ სავწრთნელ პროცესს მაინც დაესწრებოდა. ვარჯიშის დაწყებამდე, იაკუბთან ერთად იურგენთან მივედი და ყველაფერი ვაცნობე. კლოპმა მოთმინება დაკარგა და იმ მომენტში ალბათ საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა. ხშირად ზელკო ბუვაჩი, ვინც ჩემი აზრით მთავარი მწვრთნელის საუკეთესო ასისტენტია, იურგენს ეუბნებოდა: "კლოპო (მისი მეტსახელი), მოწიე სიგარეტი და დამშვიდდი". შემდეგ, გაცხარებული კლოპი მშვიდდებოდა და ბოდიშს იხდიდა, ხვდებოდა, რომ ძალიან შორს შეტოპა",-იხსენებს ზოლნერი. კლოპი გერმანულ გრანდში 2008-15 წლებში მუშაობა და ორჯერ ბუნდესლიგა, ორჯერ გერმანიის სუპერთასი და ერთხელ თასი მოიგო, მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

სხვა სტატიები