Belive

კლოპს დემბელე სურს! - ლივერპულმა ბარსელონას წინადადებით მიმართა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანურის მედიის თანახმად, "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, "ბარსელონას" შემტევის, უსმან დემბელეს შეძენა სურს. ცნობილია, რომ "ლივერპულმა" "ბარსელონას" წინადადებით უკვე მიმართა. "მერსისაიდელებს" დემბელეს დამატება იჯარის წესით, 1 სეზონით სურთ. მანე-სალაჰი-ფირმინოს ტრიო შეუცვლელია, თუმცა კლოპს გუნდის შეტევითი პოტენციალისა და სათადარიგოთა სკამის გაძლიერება სურს. სისწრაფითა და ტექნიკური შესაძლებლობებით გამორჩეული დემბელე კი, ამ მოცემულობისთვის იდეალური ვარიანტია. კატალონიური გუნდის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოა, რომ თუკი დემბელე კუმანის გეგმებში შედის, კატალონიური გუნდი ფრანგს ასე იოლად არ შეელევა. უკვე მეოთხე სეზონია, რაც დემბელე "კამპ ნოუზე" თამაშობს, თუმცა ცალსახად შეიძლება იმისი თქმა, რომ მან პოტენციალის გამოვლენა ჯერჯერობით ვერ შეძლო, რისი ძირითადი მიზეზიც მისი ტრავმებისადმი მიდრეკილებაა. შეგახსენებთ, რომ დემბელე მოედანზე ნოემბრის შემდეგ არ გამოჩენილა.  

სხვა სტატიები