Belive

კლოპს ლევანდოვსკის შეძენა სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იურგენ კლოპი რობერტ ლევანდოვსკის შეძენას გეგმავს. მერსისაიდული გრანდის მთავარ მწვრთნელს "ბაიერნის" ვარსკვლავის შეძენა მომავალ ზაფხულს სურს. გავრცელებული ინფორმაციით, კლოპი უკვე ესაუბრა "ლივერპულის" წარმომადგენლებს და პოლონელი ვარსკვლავის ტრანსფერი მოითხოვა. 2010-14 წლებში, ლევანდოვსკიმ კლოპის "დორტმუნდში" 74 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც "ბაიერნს" შეუერთდა. "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 223 მატჩში, ლევანდოვსკიმ 209 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები