Belive

კლოპსა და ვერნერს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპული" შეტევის ხაზის გაძლიერებას "ლაიფციგიდან" სერიოზულად განიხილავს. The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერსესაიდელთა მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპსა და ტიმო ვერნერს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა. როგორც ცნობილია, გერმანელი სპეციალისტი "ლაიფციგის" ბომბარდირს "ენფილდზე" გადასვლაში არწმუნებდა. შეგახსენებთ, რომ ტიმო ვერნერმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში "მაინცთან" ჰეთ-თრიქი შეასრულა, რითაც მიმდინარე სეზონში 38 მატჩში 30 გოლი დაუგროვდა. 24 წლის გერმანელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 55 მილიონი ევროა.  

სხვა სტატიები