Belive

კლოპთან დაპირისპირებას მოურინიო ეწირება, მაგრამ კოლოსალურ კომპენსაციას იღებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჩელსიდან" და "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე გათავისუფლების შედეგად, ჟოზე მოურინიომ კოლოსალური კომპენსაცია მიიღო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კომპენსაციის სახით, 51.5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. მოურინიოსა და "ჩელსის" გზები პირველად 2007 წელს გაიყო. თავდაპირველად, მოურინიოს გათავისუფლება აბრამოვიჩს 18 მილიონი ფუნტი დაუჯდა. 2013 წელს, მოურინიო მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდანაც გაათავისუფლეს - თუმცა მადრიდელებს კომპენსაციის გადახდა არ მოუწიათ. 2015 წელს, "ჩელსიმ" მეორედ გაათავისუფლა მოურინიო - კომპენსაციის სახით, აბრამოვიჩმა 9.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა. უკანასკნელი შემთხვევა კი რამდენიმე საათის წინ დაფიქსირდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შედეგად მოურინიომ 24 მილიონი ფუნტი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამ შემთხვევაში მოურინიოს დასჯაში იურგენ კლოპმა მიიღო მონაწილეობა. სწორედ იურგენ კლოპის გუნდებთან მარცხი გახდა მოურინიოს დასჯის საბაბი.
  • "დორტმუნდი" 4:1 "რეალი" - მოურინიო გაათავისუფლეს
  • "ლივერპული" 3:1 "ჩელსი" - მოურინიო გაათავისუფლეს
  • "ლივერპული" 3:1 "მანჩესტერ იუნაიტედი" - მოურინიო გაათავისუფლეს

სხვა სტატიები