Belive

კლოზე: "ლევანდოვსკი ჩემზე 10-ჯერ კარგია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა და მსოფლიო ჩემპიონმა, მიროსლავ კლოზემ რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. "ვერდერისა" და "ბაიერნის" ყოფილმა მოთამაშემ, რომელმაც ბუნდესლიგაში 121 გოლი გაიტანა, მიუნხენელთა 9-იანი შეაქო. "ლევანდოვსკის თამაში ჩემს სტილს ჰგავს, მაგრამ პოლონელი იმაზე 10-ჯერ უფრო კარგია, ვიდრე მე ვიყავი. რობერტი შემდგარი ფორვარდია, რომელიც თავისუფლად იყენებს ორივე ფეხს. ლევანდოვსკი მაღალ ბურთებზე შესანიშნავად თამაშობს და ძლიერი დარტყმა აქვს," - თქვა კლოზემ. შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზემ კარიერა 2016 წელს "ლაციოში" დაასრულა. გერმანელი "ბაიერნში" 2007/11 წლებში თამაშობდა.

სხვა სტატიები