Belive

კლუივერტი ბარსელონაში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, პატრიკ კლუივერტი "ბარსელონაში" დაბრუნდა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი კლუბის ახალგაზრდული აკადემიის დირექტორი გახდა. ამიერიდან, პატრიკ კლუივერტი "ლა მასიას" უხელმძღვანელებს. მისი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი. ჰოლანდიელის ერთ-ერთი პირველი დავალება იქნება მოიფიქროს, როგორ მოიქცეს კლუბი ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელებთან დაკავშირებით.
"ჩემი მთავარი მიზანი კრუიფის ფილოსოფიის შენარჩუნებაა. ჩემთვის ეს რთული არ იქნება, რადგან როგორც აიაქსს, ისე ბარსელონას ერთნაირი სათამაშო სტილი აქვთ, მე კი ორივე კლუბში ვიყავი. ეს უბრალო სამსახური არაა, ეს ბევრად მეტია. ყველა მოთამაშის ნახვა მინდა, რათა საკუთარი აზრი ჩამომიყალიბდეს. მე კლუბს დავეხმარები იმის გადაწყვეტაში, თუ ვინ დარჩება შემდეგ სეზონში და ვინ წავა." - განაცხადა პატრიკ კლუივერტმა.
შეგახსენებთ, რომ კლუივერტი "ბარსელონაში" 1998-2004 წლებში თამაშობდა. კატალონიელთა მაისური მან 257-ჯერ მოირგო და 122 ბურთის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები