Belive

კობეში ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იაპონურ "ვისელ კობეს" "ბარსელონას" კიდევ ერთი მოთამაშე შეუერთდება. კატალონიელთა ყოფილი ცენტრალური მცველი, ტომას ვერმალენი, კარიერას "ვისელ კობეში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, 33 წლის ბელგიელი ფეხბურთელი "ვისელ კობეში" გადადის, სადაც ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია და სერხი სამპერი თამაშობენ. ვერმალენს "ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადა ივნისში ამოეწურა. ის კატალონიურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა. მან "ბლაუგრანას" მაისურით 53 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები