Belive

კობიაშვილი: "დასწრების საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. UEFA-მ ერთა ლიგის ნახევარფინალებისთვის გულშემატკივარი სტადიონზე დაუშვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ხვალ შეიკრიბება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაესწრება თუ არა მაყურებელი შეხვედრას. შეგახსენებთ, რომ UEFA-მ უფლება გასცა სტადიონის მხოლოდ 30%-ის შევსებას.

სხვა სტატიები