Belive

კობიაშვილი: "ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის დავიცავ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, სოლიდარობა გამოუცხადა ქართულ გუნდებს, რომლებმაც რუსული ოკუპაცია საჯაროდ გააპროტესტეს. კობიაშვილმა განცხადება პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის დაიცავს. "მინდა შევეხო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას. რამდენიმე დღის წინ, ქართულმა გუნდებმა და ფეხბურთელებმა რუსულ ოკუპაციაზე დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც არის უალტერნატივო. ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე 90 წუთი და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში. მინდა, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ქართველი ფეხბურთელების მხარდაჭერა და მადლობა გადავუხადო მათ.  წამოვიდა მუქარა რუსეთიდან და სავარაუდოდ, სხვადასხვა ორგანიზაციებში წერილებსაც გააგზავნიან. მინდა მათ ვუთხრა, რომ ლევან კობიაშვილი ქართული გუნდებისა და ქართველი ფეხბურთელების გვერდით დგას და ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის დაიცავს," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სხვა სტატიები