Belive

კობიაშვილი UEFA-ში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი UEFA-ს ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტსა და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.

ახალგაზრდული და სამოყვარული ფეხბურთის კომიტეტის ვიცე თავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაამტკიცეს.

უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის წევრი - კახა ჭუმბურიძე (ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი)

უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტის წევრი - ალექსანდრე იაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი)

მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭოს წევრი - ნიკოლოზ ჯღარკავა (ფეხბურის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი)

უეფას მედია კომიტეტის წევრი - ოთარ გიორგაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია ოფიცერი) წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები