Belive

კობიაშვილმა და მუჯირმა ფიგუსთან, დრენტესთან, კურანთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ითამაშეს (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა, ლევან კობიაშვილმა და დავით მუჯირმა ლატვიაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ისეთმა ვარსკვლავებმაც ითამაშეს, როგორებიც ლუიშ ფიგუ, როისტონ დრენტე, კევინ კურანი, ნუნუ გომეში და სხვები არიან. აღნიშნული მატჩი ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა. მატჩში ერთმანეთს ლატვიელი ვეტერანი ფეხბურთელები და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები დაუპირდნენ, რომელთა გუნდსაც სიმბოლურად "მსოფლიოს ლეგენდები" ეწოდებოდა და რომლებიც 13 ქვეყნის ვეტერანი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. რაც შეეხება მასპინძელთა გუნდს მათ რიგებში მეტწილად ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებმაც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ლატვიის ნაკრები წარმოადგინეს. სწორედ "მსოფლიოს ლეგენდების" რიგებში ითამაშეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა, რომელთა გუნდმაც მეტოქე - 6:1 დაამარცხა, თუმცა ძირითადი დროის დასრულების შემდეგ, გუნდებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერია მაინც შეასრულეს და სტუმრებმა საბოლოო ჯამში - 10:4 იმარჯვეს. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების შემადგენლობა: ლუიშ ფიგუ, ნუნუ გომეში (პორტუგალია), კევინ კურანი (გერმანია), ფლორან მალუდა (საფრანგეთი), გიორგიოს კარაგუნისი (საბერძნეთი), რუბენ დე ლა რედსი (ესპანეთი), ანდრეს ოპერსი (ესტონეთი), ტომ დანილევიჩი, მარუს სტანკევიესი (ორივე ლიეტუვა), რუსლან როტანი (უკრაინა), მარტინ ჟირანეკი (ჩეხეთი), ლუის საჰა (საფრანგეთი), როისტონ დრენტე (ნიდერლანდები), ხუან მანუელ პენია (ბოლივია), ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი (ორივე საქართველო) სერგეი პარეიკო (ესტონეთი), სერგეი იგნაშევიჩი (რუსეთი). მწვრთნელი: დეივ ჯონსი (ინგლისი).

შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი

სხვა სტატიები