Belive

კოკემ ბარსელონასთან მარცხი მსაჯებს დააბრალა?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” შინ “ატლეტიკო” 2:0 დაამარცხა. შეხვედრის პირველ ტაიმში მადრიდელთა ფორვარდმა, დიეგო კოშტამ წითელი ბარათი მიიღო. "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა კოკემ მატჩის შემდეგ თანაგუნდელის გაძევებაზე ისაუბრა. "რა უნდათ მსაჯებს? აშკარად რაღაც ხდება. კატალონიელებთან ჩატარებული უკანასკნელი 11 შეხვედრიდან 7-ში ვიღაც გაგვიგდეს. "ბარსელონა" პრაქტიკულად ლა ლიგის ჩემპიონია," - თქვა კოკემ.

სხვა სტატიები