Belive

კოლხეთის კაპიტანმა მეშახტეს ფეხბურთელი გადაარჩინა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ ტყიბულის "მეშახტეს" ოფიციალური Facebook გვერდი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ეროვნული ლიგა 3-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც ტყიბულში, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის არენაზე გაიმართა და რომელშიც მასპინძლებმა ხობის "კოლხეთთან" 3:0 იმარჯვეს, მეგრული კლუბის კაპიტანმა მეტოქის ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა.  
  მატჩის მიმდინარეობისას, საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს. გელაშვილმა შეჯახებისთანავე გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა, სწორედ ამ დროს მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელებით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება. დახმარების აღმოჩენა რამოდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო.  
 

სხვა სტატიები