Belive

კოლოსალური თანხა, რომელიც იოზილმა არაფრის კეთებაში გამოიმუშავა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილს პრაქტიკულად არაფერი უკეთებია, მან კოლოსალური თანხა გამოიმუშავა. 2018 წლის იანვარში, გერმანელმა ვარსკვლავმა "არსენალთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი - კონტრაქტის პირობების თანახმად, იოზილი კვირაში 350.000 ფუნტს იღებს. ამართლებს იოზილი მასზე გაცემულ ავანსებს? - "არსენალის" ფანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გერმანელის ადგილი ჩრდილო-ლონდონურ კლუბში აღარაა. პრემიერ ლიგის განახლების შემდეგ, "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა - "ქალაქელებთან" მარცხის კვალდაკვალ, "მეთოფეები" "ბრაიტონთანაც" დამარცხდნენ (2:1) აღნიშნულ დაპირისპირებაში იოზილი სატადარიგოთა სკამზე იჯდა და მატჩში არ ჩართულა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში იოზილმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა - კვირაში 350.000 ფუნტის საპირწონედ, იოზილს პრაქტიკულად არაფერი უკეთებია. ტექნიკურად, იოზილმა გატანილ გოლში £15.75 მილიონი გამოიმუშავა, შესრულებულ საგოლე გადაცემაში კი £5.25 მილიონი მიიღო.

მიმდინარე სეზონში, თითოეულ შესრულებულ ვარდნაში "არსენალის" გერმანელმა ვარსკვლავმა £787.500 მიიღო. იოზილის პასი "არსენალს" £14.986 უჯდება. 2019/20 წლების სეზონში, იოზილმა 1968 წუთი დაჰყო მოედანზე. აღნიშნულიდან გამომდინარე იოზილი თამაშის დროს წუთში £8.692 იღებს, სათადარიგოთა სკამზე ჯდომაში კი წუთში £8.003 გამოიმუშავებს.

სხვა სტატიები