Belive

კოლუმბიას კოპა ამერიკის მასპინძლობის უფლებას ართმევენ 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კოლუმბიაში რამდენიმეკვირიანი პოლიტიკური არეულობის შემდეგ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მათ მიმდინარე წლის ზაფხულში, კოპა ამერიკას მასპინძლობის უფლება ჩამოერთვათ. ესპანური Marca-ს ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში მოგზაურობის უსაფრთხოების შესახებ დამამცირებელი აღმოჩნდა და კონმებოლის ხელმძღვანელებისთვის და ისინი იძულებული გახდნენ, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიეღოთ. მმართველ ორგანოსთან ახლოს მყოფი წყაროები Marca–ს აცნობენ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტურნირის მასპინძლობის უფლების არგენტინისთვის გადაცემის შესახებ, ოფიციალური განცხადება კი ხუთშაბათს საღამოს გაკეთება. კოლუმბიის მთავრობას სურდა ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო და რომ ყველა საკითხი  დროულად მოგვარდებოდა, რათა ტურნირი უსაფრთხოდ ჩატარებულიყო, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს COVID-19 და არარსებული მტკიცებულებების იმის შესახებ, რომ პოლიტიკური არეულობა ჩაწყნარდა. არგენტინაში ტურნირის გადატანის, კონკრეტული ლოკაციებისა და სხვა ლოჯისტიკური საკითხების დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული, თანაც იმ პირობებში, რომ COVID-19 სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ტურნირის ორგზანიზატორებისთვის. აქამდე, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ კოპა ამერიკის რიგით 47-ე გათამაშება არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო და ტურნირისთვის 8 ქალაქს უნდა ემასპინძლა. ტურნირის გახსნის თარიღაც 13 ივნისია დამტკიცებული, რა დღესაც ერთმანეთს არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები, ბუენოს აირესში, "ესტადიო მონუმენტალზე" უნდა დაუპირისირდნენ.

სხვა სტატიები