Belive

კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დააკავეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ჯონ ვიაფარა, კოლუმბიაში, კერძოდ კი ქალაქ კალიში დააკავეს - მას ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება. ჯონ ვიაფარასა და ასევე 4 ადამიანის დაკავების ოპერაციაზე კოლუმბიის პოლიცია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციასთან (DEA) ერთად მუშაობდა. ვიაფარამ კარიერა 2015 წელს დაასრულა. წლების განმავლობაში იგი "რეალ სოსიედადში," "პორტსმუთში," "საუთჰემპტონში" და სხვადასხვა კოლუმბიურ გუნდებში თამაშობდა. კოლუმბიის პროკურატურის მტკიცებით, ვიაფარა ნარკომოვაჭრეთა ჯგუფის წევრი იყო, რომელიც 2008 წლიდან 2018-მდე აშშ-ში კოკაინს აგზავნიდა. ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში ვიაფარას აშშ-ში ექსტრადიცია იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ჯონ ვიაფარას გარდა, ნარკოტიკებით ვაჭრობაში სხვა კოლუმბიელი ფეხბურთელებიც იყვნენ შემჩნეულები: მაგალითად, დიეგო ლეონ ოსორიოს ნარკოტიკების შენახვა-წარმოებისთვის 5-წლიანი შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო უილსონ პერესი კი 171 გრამი სუფთა კოკაინის თვითმფრინავით გადატანის მცდელობისთვის ციხეში მოხვდა.