Belive

კომანი: "ფინალში პსჟ? რატომაც არა ?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნისა" და "პსჟ-ს" ყოფილმა ფეხბურთელმა, "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. -"ჩვენ გვქონდა საოცარი და დიდი თამაში. ყველა კმაყოფილი და ბედნიერი ვართ. ახლა მთლიანი გუნდი ნახევარფინალისთვის ემზადება." ჟურნალისტებმა ფრანგ ფეხბურთელს, ფინალში "პსჟ-სთან" დაპირისპირებაზე ჰკითხეს. -"ფინალში პსჟ? რატომაც არა ?! ეს იქნება ძალიან საინტერესო დაპირისპირება, მაგრამ ფინალამდე ნახევარფინალია და ახლა ამაზე უნდა ვიფიქროთ" შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტისა" და "ლიონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები