Belive

კომპანი: "ბერნარდო სილვას სიტის კაპიტნობა შეუძლია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ ბერნარდო სილვაზე ისაუბრა და საინტერსო განცხადება გააკეთა. ბელგიელი მცველის აზრით, ბერნარდო სილვას ყველა ის თვისება აქვს, რომ "სიტის" კაპიტანი გახდეს.
"ბერნარდო 50 პროცენტით ჯამბაზია, ხოლო 50 პროცენტით ლიდერი. როდესაც მისი სიჯამბაზე 25 პროცენტამდე დავა, ხოლო ლიდერობა 75 პროცენტს მიაღწევს, ის გუნდის კაპიტანი გახდება. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და მე ამას ყოველთვის ვეუბნები. მას ყველგან თამაში შეუძლია" - განაცხადა კომპანიმ.
ბერნარდო სილვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამაც შეაქო. ესპანელის აზრით, სილვა პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშე უნდა გამხდარიყო.
“ის საუკეთესო იყო არა მხოლოდ ჩვენს გუნდში, არამედ ზოგადად პრემიერ ლიგაში. მას ყველგან თამაში შეუძლია. მომეცით ნებისმიერი გუნდი და ბერნარდო იქაც უმაღლეს დონეზე ითამაშებს. მას ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია” – განაცხადა გვარდიოლამ.
პორტუგალიელი ფეხბურთელი “სიტიში” 2017 წელს გადავიდა და გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა. “ქალაქელთა” მაისურით 100 თამაში ჩაატარა და 22 ბურთის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონში ის გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო.

ასევე იხილეთ: გვარდიოლა: “კომპანის მომავალს სეზონის ბოლოს განვიხილავთ”

სხვა სტატიები