Belive

კომპანი: "სანამ ბურთს დავარტყამდი, ყველა მიყვიროდა, არ დაარტყაო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ვენსან კომპანიმ საოცარი და ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. გოლის გატანის შემდეგ კი ბელგიელმა კომენტარი გააკეთა: "სანამ ბურთს დავარტყამდი, ყველა მიყვიროდა, არ დაარტყაო. ვფიქრობ რომ კარიერაში იმდენად ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, რომ ჩემზე ახალგაზრდა ფეხბურთელები არ უნდა მისაზღვრავდნენ, რა უნდა გავაკეთო. მიხარია რომ მიზანთან კიდევ უფრო ახლოს მივედით, მე ამაში ჩემი წვლილი შევიტანე. "ლესტერი" თავს ძალიან კარგად იცავდა. ბოლო მატჩში გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება, რადგან "ლივერპული" ბრძოლას ბოლომდე არ წყვეტს," აღნიშნა მან.

იხილეთ ბელგიელის საოცარი გოლი

სხვა სტატიები