Belive

კომპანი: ვან დაიკი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო მცველია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვინსენ კომპანი მრავალი წლის განმავლობაში, პრემიერ ლიგიაში "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა. თავად ბელგიელი ყოველთვის გამორჩეული მცველი იყო და გულშემატკივრებს იგი ძალიან უყვარდათ. დღეს ინგლისში ყველაზე გამორჩეული მცველი "მერსისაიდელთა" ვირჯილ ვან დაიკი გახლავთ, რაზეც აბსოლიტურად ყველა თანხმდება. ამასთან დაკავშირებით ვინსენ კომპანიმ მცირე კომენტარი გააკეთა: "ვირჯილი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო მცველია. როდესაც მის გვერდით თამაშობ ყოველთვის, მარტო არასდროს ხარ. ნიდერლანდელი თანაგუნდელებს ყოველთვის ამხნევებს და მიუთითებს თუ რა უნდა გააკეთონ. ვან დაიკი საკუთარ გუნდელებს უფრო ძლიერს ხდის. "ლივერპული" ვან დაიკამდე და მის შემდეგ მთლიანად განსხვავებული გუნდია. ვირჯილს კლოპის გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის." კომპანიმ "ქალაქელებში" 10 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და გუნდის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ჯამში ბელგიელმა 360 შეხვედრაში მიიღო მონაწიელობა და 20 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები