Belive

კომპანის საქველმოქმედო წინადადება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონი შეჩერებულია ბელგიის ჩემპიონატშიც. ამ ყველაფერმა ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი "ანდერლეხტი". ამის გამო, ხელმძღვანელობა ფეხბურთელებისთვის კუთვნილი ანაზღაურების გადახდას ვერ ახერხებს. გუნდის კაპიტანმა და მოთამაშე-მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ მმართველებს პორბლემის გამოსწორების გზა საკუთარი ჯიბიდან შესთავაზა. "მანჩესტრრ სიტის" ყოფილი კაპიტანი კლუბს საკუთარი ხარჯებით თანაგუნდელებისა და მთლიანად პერსონალის მარტის თვის ხელფასების დაფარვას სთავაზობს. 33 წლის ცენტრალური მცველი მშობლიურ კლუბში შარშან ზაფხულში დაბრუნდა და 18 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები