Belive

ვენსან კომპანიმ 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ "სიტისა" და ბელგიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა - ვენსან კომპანიმ, 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. კომპანი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა მშობლიურ "ანდერლეხტში" დაიწყო, სწორედ სამშობლოში დაასრულა კარიერა. იგი დღეიდან ბელგიური კლუბის მთავარი მწვრთნელი იქნება. მთავარი მწვრთნელის რანგში იგი 2022 წლის 30 ივნისამდე იქნება. მას კარიერაში 533 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით 31-ჯერ გამოიჩინა. კომპანისათვის განსაკუთრებით გამორჩეული "მანჩესტერ სიტის" რიგებში გატარებული 11 სეზონი აღმოჩნდა. 2008/19 წლებში, "ქალაქელებთან" ერთად, კომპანი ოთხჯერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი. სანაკრებო დონეზე მიღწეული ყველაზე შთამბეჭდავი წარმატება, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება, სადაც ბელგიის საფეხბურთო ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები