Belive

კომპენსაცია ვაისის სანაცვლოდ? სერიოზული ინტერესი ყაზახების მხრიდან 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვლადიმირ ვაისმა შესაძლოა ყაზახეთში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური გამოცემა Prosports.kz ავრცელებს და წერს, რომ ქვეყნის ყველაზე ცნობილი კლუბი "ასტანა" სლოვაკ სპეციალისტთან მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული. "ნურ სულთანში მდებარე კლუბი ვლადიმირ ვაისის მოწვევას გეგმავს. თავად სლოვაკს ყაზახეთში დასაქმების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მას აქ აქამდეც უმუშავია. "კაირატთან" ერთად ვაისმა ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო და ამდენივე ვერცხლის მედალი ჩემპიონატში. თუმცა, მხარეებს შეთანხმებაში ხელი შესაძლოა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეუშალოს, რომელთანაც ვაისს კონტრაქტი აქვს და ქართული მხარე მის შეჩერებას არ აპირებს, თანაც მაშინ, როცა მარტში ქართველებმა ერთა ლიგის ფლეი-ოფში უნდა ითამაშონ, მათ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვთ. ამავე დროს, "ასტანა" ვაისს საკმაოდ სარფიან გარიგებას სთავაზობს და მზადაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კომპენსაციაც კი გადაუხადოს. ადრე, ვაისმა თქვა, რომ "კაირათის" გარდა არცერთ სხვა ყაზახურ კლუბში არ იმუშავებდა",-წერია ყაზახური გამოცემის სტატიაში. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ბელორუსის ნაკრების წინააღმდეგ 26 მარტს, საშინაო კედლებში ჩაატარებს.

სხვა სტატიები