Belive

კონფერენს ლიგა - დინამო ბათუმის, გაგრასა და დილას პოტენციური მეტოქეები ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული პირველი რაუნდის წილისყრით, "დინამო ბათუმს" მეტოქედ სან მარინოს "ტრე პენე" ერგო, "გაგრას" - მონტენეგროს "სუტიესკა", ხოლო გორის "დილა" სლოვაკურ "ზილინას" დაუპირისპირდება. ცნობილია იმ პოტენციური მეტოქეების ვინაობა, ვისაც ქართული გუნდები პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში შეხვდებიან. "დინამო ბათუმი":  "პარტიზანი" (სერბეთი), "ბატე" (ბელარუსი), "დანდალკი" (ირლანდია) - "ნიუთაუნის" (უელსი) წყვილში გამარჯვებული, "რიგასი" (ლატვია) - "კლაკსვიკში" (ფარერები) მოგებული, "მილსამი" (მოლდოვა) ან "სარაევო" (ბოსნია-ჰერცეგოვინა). "გაგრას" შემთხვევაში პოტენციური მეტოქეების ჩამონათვალი გაცილებით სერიოზულია: "აელ ლიმასოლი" (კვიპროსი), "სივასპორი" (თურქეთი), "სოჭი" (რუსეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "თელ-ავივის მაკაბი" (ისრაელი). გორის "დილა": "აპოლონი" (კვიპროსი), "ჰაპოელ ბერ-შეევა" (ისრაელი), "ჩუკარიჩკი" (სერბეთი), "სტიაუა" (რუმინეთი), "ვორსკლა" (უკრაინა).

სხვა სტატიები