Belive

კონფერენს ლიგა | დინამო ბათუმის პოტენციური მეტოქეები მე-3 ეტაპზე ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს UEFA-ს კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის, "დინამო ბათუმის" პოტენციური მეტოქეების ვინაობა ცნობილია. შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდი მეორე შესარჩევ რაუნდში ბორისოვის "ბატეს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ხუთშაბათს, 22 ივლისს, "ბათუმი არენაზე" გაიმართება. ვინაიდანაც "ბატე" აღნიშნულ ეტაპზე განთესილია, ბელარუსული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მე-3 რაუნდში "დინამო ბათუმიც" განთესილი იქნება. ბათუმელები განუთესავი წყვილებიდან ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდებიან: განთესილები: არდა (ბულგარეთი) / ჰაპოელ ბეერ-შევა (ისრაელი) დინამო ბათუმი (საქართველო) / ბატე (ბელარუსი) პარტიზანი (სერბეთი) / დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი) ასტანა (ყაზახეთი) / არისი (საბერძნეთი) განუთესავები: სოჭი (რუსეთი) / კეშლა (აზერბაიჯანი) კუპს-ი (ფინეთი) / ვორსკლა (უკრაინა) პეტროკუბი (მოლდოვა) / სივასპორი (თურქეთი) არარატ-ერევანი (სომხეთი) / სლასკი (პოლონეთი)  

სხვა სტატიები